საზოგადოება

ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ - საელჩოს განცხადება

ისარელი საქართველო
1659731948
დაკოპირებულია

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და განცხადებას ავრცელებს. 

„ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ
6 აგვისტოს, შაბათს, 20:00 საათამდე იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები (ვადის გაგრძელების შემთხვევაში, დამატებით გაცნობებთ):

ღაზის სექტორთან 80კმ-ის რადიუსში მცხოვრებთათვის:

ნებადართულია ღონისძიებები და შეკრებები არა უმეტეს 10 ადამიანისა ღია სივრცეში და არა უმეტეს 50 ადამიანისა – დახურულ სივრცეში.

სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში და საზაფხულო ბანაკებში არ განხორციელდება.

სამუშაო ადგილებზე ყოფნა მხოლოდ იმ დაწესებულებებშია ნებადართული, სადაც თავშესაფრებია.

უსაფრთხოების იგივე ნორმები მოქმედებს ცენტრალურ და დასავლეთ ნეგევის მიმდებარედ მცხოვრებთათვის. განსხვავდება მხოლოდ დახურულ სივრცეში შეკრების პირობა: ნებადართულია 100 ადამიანი.

შეცვლილია აფრენის და დაფრენის გრაფიკი ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში.

საჯარო თავშესაფრები გახსნილია ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქებში – აშდოდი, შდეროთი, ბერშევა და ასევე, რამდენიმე ცენტრალურ ქალაქში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაიცვათ აღნიშნული უსაფრთხოების ნორმები“, – აღნიშნულია საქართველოს საელჩოს განცხადებაში. 

ამავე თემაზე:

✔️ „ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზადან ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლა

✔️ ღაზაზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 წლის ბავშვი - პალესტინური მხარე