საზოგადოება

იტალიაში გაუჩინარებული სალომე ტეტუნაშვილი იპოვეს

ემიგრანტი
1643199124
დაკოპირებულია

იტალიაში მცხოვრები ქართველი ქალი, რომელიც 5 დღის წინ გაუჩინარდა, ნაპოვნია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელით ერთ-ერთი ემიგრანტი ლოლა თებიძე ავრცელებს. 

მისი განცხადებით, სალომე ტეტუნაშვილი, სან-ჯოვანიზე პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფება. 

ახალგაზრდა ქალის გაუჩინარების შესახებ დეტალები ჯერჯერობით გაურკვეველია. ცნობილია, მხოლოდ ის, რომ სალომე ტეტუნაშვილი თავს კარგად გრძნობს. 

ინფორმაციისთვის, ნეაპოლში 27 წლის სალომე ტეტუნაშვილს 5 დღე ეძებდნენ.