საზოგადოება

იტალიიდან საქართველოს 200 მოქალაქეს დღეს ჩამოიყვანენ

ჯორნიაკ ეარვეისის თვითმფრინავი
1583829746
დაკოპირებულია

კორონავირუსის გამო, ფრენების დროებით შეჩერების შედეგად, იტალიაში დარჩენილ საქართველოს 200 მოქალაქეს დღეს ჩამოიყვანენ.

როგორც "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ აღნიშნა, მოქალაქეების ჩამოსაყვანად კომპანიის 2 თვითმფრინავი ორ რეისს შეასრულებს.

"10:15 საათზე გაფრინდა ჩვენი ყველაზე დიდი ბოინგი, რომელშიც 180 მგზავრის განთავსებაა შესაძლებელი. ასევე გაფრინდა მეორე თვითმფრინავი, ემბრაერი, სადაც 90 მგზავრის მოთავსებაა შეგვიძლია. საქართველოს 200 მოქალაქე ელოდება ჩვენს თვითმფრინავს", - განაცხადა "მთავარის" ეთერში ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 6 მარტს იტალიის რესპუბლიკასთან ფრენები დროებით შეჩერდა. გარდა იტალიისა, ფრენები ასევე შეჩერებულია ჩინეთთან და ირანთან.