მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯაბა სამუშიას ინიციატივით თსუ-ში ქიმიკოსის დღე პეტრე მელიქიშვილის დაბადების დღეს აღინიშნება

თსუ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინიციატივით მომავალი წლიდან ქართველ ქიმიკოსთა დღეს თსუ 11 ივლისს, უნივერსიტეტის პირველი რექტორის, საქართველოში ქიმიის მეცნიერების ფუძემდებლის პეტრე მელიქიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავს. ინფორმაცია ამის შესახებ უნივერსიტეტში ქიმიკოსების შეხვედრაზე გახდა ცნობილი. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. 

ამავე ცნობით, ღონისძიებას დაესწრნენ თსუ კურსდამთავრებული ქიმიკოსები, რომლებიც მუშაობენ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა აგროქიმია, ასტროქიმია, ბიოქიმია, გეოქიმია, ჰიდროქიმია, ქიმიური აღჭურვილობის ინჟინერია, მეტალურგია, კვების პროდუქტების წარმოება, ნავთობქიმია, რადიოქიმია, ნანოქიმია, ფარმაცევტული ქიმია, სასამართლო ექსპერტიზა, ელექტროქიმია, ეკოლოგია და სხვა.

შეხვედრაზე მადლობის სიგელები გადაეცათ წარმატებულ და ღვაწლმოსილ ქიმიკოსებს. ღონისძიებას თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები, სტუდენტები ესწრებოდნენ.