მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯივიპი 24 იანვარს, გლდანში სატუმბო სადგურზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს

ჯივიპის ლოგო

ხვალ, 24 იანვარს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, სატუმბო სადგურზე აუცილებელ  სამუშაოებს განახორციელებს. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება ტუმბო-აგრეგატებზე, ასევე დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 24 იანვარს ღამის 22:00 საათიდან 25 იანვრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის რაიონში: გლდანის III-VIII მ/რ-ნებს, სოფელ ბერთუბანს, წყაროთუბანს, გიორგიწმინდას, ხერგიანის, წინამძღვრიშვილის, მაისურაძის, კულა გლდანელის, თეთრი ტბის ქუჩას და დასახლებას, კობახიძის, კალანდაძის, ფიროსმანის, ჟღენტის, ჯაბიძის, ვართაგავას, ბარათაშვილის, ხიზანიშვილის, რაზმაძის და მიმდებარე ქუჩებს; მამკოდის, კეცხოველის, ნანეიშვილის და პატარა ტბის ქუჩებს; ელ. ქვესადგურის დასახლებას და თიანეთის გზატკეცილს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge.