
25 ივლისიდან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თბილისში, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10-ში მდებარე ცენტრალური სერვის ცენტრის განახლების პროცესს იწყებს. სარემონტო სამუშაოს შედეგად სერვის ცენტრის მომსახურების სივრცეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდება და აღიჭურვება.
სარემონტო სამუშაოების გამო კომპანიის მომხმარებლები ადგილზე მომსახურების მიღებას როგორც ალტერნატიულ ოფისებში, ასევე დისტანციურად შეძლებენ. ჯივიპის აბონენტებს ისნის რაიონში, შუამთის ქ. N10ბ-სა და გლდანის რაიონში, ა. ვასაძის ქ. N12-ში მდებარე სერვის ცენტრები მოემსახურებათ.
ცენტრალური სერვის ცენტრის განახლების პერიოდში მომხმარებლებს ადგილზე ვიზიტის ნაცვლად განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge-ზე შეეძლებათ. განცხადების დარეგისტრირებისა და პროცესის დასრულების შემდეგ აბონენტი პასუხს კვლავ ელექტრონული ფოსტით მიიღებს.
დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ვებგვერდზე www.gwp.ge, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის - 2 931111 და ონლაინ ჩატის მეშვეობით.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოდერნიზებული მომხმარებლის სივრცე სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე განაგრძობს მომხმარებლების ადგილზე მიღებასა და მაღალი ხარისხით მომსახურებას.