
"ჯორჯიან უოთერ ენდ" ფაუერმა ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, საბოლოო, მეოთხე ეტაპის სამუშაოები დაიწყო.
რეაბილიტაციის ფარგლებში, ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე 400 მეტრი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა სრულად განახლდება. წყალმომარაგების ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა.
აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციაში კომპანია 1,5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჭავჭავაძის გამზირზე, რეაბილიტაციის საბოლოო ეტაპის სამუშაოებს აპრილის ბოლოს დაასრულებს.