
ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" კორონავირუსის პანდესიის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე თანამშრომლების 95%-ს უვადო შებულებაში უშვებს.
აღნიშნულის შესახებ ბრიფინგზე ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ განაცხადა.
"შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული ვართ ჩვენი თანამშრომლების 95% გავუშვათ უვადო შვებულებაში, რასაც ითვალისწინებს შექმნილი ფორსმაჟორის საგანგებო მდგომარეობა", - აღნიშნა ბოკერიამ.
ცნობისთვის, "ჯორჯიან ეარვეისმა" ყველა მიმართულებით შეწყვიტა რეგულარული ფრენები. შესრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები.