საზოგადოება

„ჯორჯიან ეარვეისმა“ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გააუქმა

თვითმფრინავი
1643209985
დაკოპირებულია

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჯორჯიან ეარვეისმა“ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი ჩანიშნა.

პირდაპირი რეისი თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით 28 იანვარს უნდა შესრულებულიყო.

ცნობისთვის, საქართველოს და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულების შემდეგ შეჩერდა. ავიამიმოსვლის შეჩერებას წინ  უძღოდა ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.