მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი

20 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩა N1-თან, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოების ღამის საათებში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 20 აგვისტოს ღამის 00:30 საათიდან 20 აგვისტოს დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში - ქინძმარაულის ქუჩასა და შესახვევს, მოსკოვის გამზირის ნაწილს, მოსკოვის გამზირის II, IV,V კვარტალებს, ბაბუციძის, გარდაბნის გზატკეცილს, წმინდა ბარბარეს დასახლებას, საფერავის, გაბრიელ სალოსის, დოდაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, წულაძის, თეთრი წყაროს, ლერწმის, მანავის,  არტურ ლაისტის, რიჩარდ ჰოლბრუკის,  იუნკერთა და მიმდებარე ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge