მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კადრი, რომელსაც მთელი ქვეყანა დიდი ხანი ელოდა! სააკაშვილი გასამართლდება და ბოლომდე მოიხდის სასჯელს - თამთა მეგრელიშვილი

საჯარო სამართლის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი pia.ge

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სასამართლო პროცესიდან მიხეილ სააკაშვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ სააკაშვილი ყველა დანაშაულისთვის გასამართლდება, რაც ქვეყნის წინაშე ჩაიდინა. 

„კადრი, რომელსაც მთელი ქვეყანა დიდი ხანი ელოდა! სააკაშვილი გასამართლდება და ბოლომდე მოიხდის სასჯელს იმ გაუგონარი დანაშაულებისთვის, რაც ქვეყნის წინაშე ჩაიდინა!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 7 ნოემბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცესს მიხეილ სააკაშვილი ესწრება. 

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან შეკრებილები და საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა აღმაშენებლის ხეივნის გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. მათი განცხადებით, სასამართლო პროცესის დასრულებამდე გზა გადაკეტილი იქნება.