საზოგადოება

კახა კალაძე: ძალიან მძიმე და გულისამაჩუყებელია იმ მდგომარეობაში იტალიის ნახვა, რომელშიც აღმოჩდნენ

თბილისის მერი, 2020
1584466529
დაკოპირებულია

თბილისის მერმა კორონავირუსთან დაკავშირებით იტალიაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ გამოუცხადა თანადგომა იტალიელ ხალხს.

"მძიმე სანახავია დაცლილი ქუჩები, ძალიან რთული მდგომარეობაა...ჩემი თანაგრძნობა და მხარდაჭერა იტალიელებს და დარწმუნებული ვარ ისინი შეძლებენ მოერიონ ამ მძიმე მდგომარეობას, რაშიც იმყოფებიან. ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს ჩემ მეგობრებთან და პირდაპირ ვიტყვი, ყველა შოკშია იქ არსებული სიტუაციით. მე ვფიქრობ და თვითონაც აღნიშნავენ საუბარში, რომ ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ თავიდან არასერიოზულად მიუდგნენ და არასერიოზულად მიიღეს ეს უდიდესი პრობლემა",- აღნიშნა კახა კალაძემ.