საზოგადოება

კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძველი თბილისი იყოს ყველაზე ლამაზი და მოწესრიგებული თავისი შენობა-ნაგებობებით

თბილისის მერი კახა კალაძე
1635272462
დაკოპირებულია

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის რეაბილიტირებული მოედანი გახსნა. ღონისძიებაზე მან სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას.

„უბედნიერესი ადამიანი ვარ, როგორც ამ ქალაქის მერი, როგორც ამ ქალაქში მცხოვრები რიგითი მოქალაქე, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთი პროექტი - გუდიაშვილის განახლებული მოედანი ვაჩუქო თბილისელებს. დაახლოებით 30 შენობა-ნაგებობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, აქედან 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

200-მდე ოჯახს დაუბრუნდა განახლებული, რეაბილიტირებული, გარემონტებული საცხოვრებელი ფართები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გპირდებით, რომ ეს მიდგომა და დამოკიდებულება ძველ თბილისთან მიმართებაში მომავალშიც გაგრძელდება. კულტურული მემკვიდრეობა ის საგანძურია, რომელიც ჩვენს შვილებს უნდა გადავცეთ. ეს არის ჩემი დამოკიდებულება ამ ქალაქის, თბილისელების მიმართ. ასეთი მინდა ამ ქალაქის აღმშენებლობა. გაძლევთ პირობას, რომ ჩემს გუნდთან ერთად მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მსგავს პროექტებს განვახორციელებთ და ბევრ ოჯახს გავახარებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა როგორც გუდიაშვილის მოედნის შენარჩუნებაში, ასევე, რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა მოქალაქეს.

„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული. ძეგლების ორნამენტებს, თითოეულ კარსა და ფანჯარას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. წინა ხელისუფლების დროს ეს მოედანი, შენობა-ნაგებობები საფრთხის ქვეშ იყო. საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც იბრძოლეს ამ ყველაფრის შესანარჩუნებლად. მადლიერებას გამოვხატავ მათ მიმართ. ისინი შეიძლება სხვა პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენდნენ, მაგრამ მადლიერება არის მნიშვნელოვანი.

ეს ადამიანები არიან: ალეკო ელისაშვილი, ცირა ელისაშვილი, თამარ ამაშუკელი, ნინო კორძახია, ანა მარგველაშვილი, თიკო სულაძე, სანდრო სარალიძე, მაგდა ცოცხალაშვილი, გოგა ქართველიშვილი, თეა გალდავა, სალომე ჯაში, ზაზა ბურჭულაძე, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, ყველას ძალიან დიდი მადლობა. მინდა გავიხსენო ზურაბ ოსმანოვი, რომელიც ამ ძეგლებზე მუშაობდა და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა თითოეულ ორნამენტს, რომ მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო ავთენტიკურობა. სამწუხაროდ ის კორონავირუსმა იმსხვერპლა. მადლობა მის ოჯახს და ვუსამძიმრებ მის ახლობლებს.

მადლობა თქვენ, რომ მაძლევთ ძალას, ვემსახურო თბილისს. ჩვენ მთელი ორი თვის მანძილზე ვსაუბრობდით მომავალზე და განვაგრძობთ საუბარს, როგორ წარმომიდგენია ამ ქალაქის განვითარება წინსვლა და აღმშენებლობა. ვერანაირი ქაოსი, დაპირისპირება, და ბოროტება ამას წინ ვერ აღუდგება.

ჩვენ სიძულვილსა და ცილისწამებას, რაც მოდის კონკრეტული მედიასაშუალებებიდან, დავუპირისპირებთ ქალაქის მშენებლობას, საქმეს და კონკრეტულ პროექტებს. მე ვიქნები ყველას მერი, მათიც, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები აქვს. ეს სჭირდება ჩემს ქვეყანასა და ქალაქს.

დღეიდან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვისიამოვნოთ ამ მოედნით, თუმცა, ჩვენი სამუშაოები ამით არ შემოიფარგლება. განვაგრძობთ მიმდებარე ქუჩების განახლებას. უამრავი სახლია სარეაბილიტაციო და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძველი თბილისი იყოს ყველაზე ლამაზი და მოწესრიგებული თავისი შენობა-ნაგებობებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მოედნის და მიმდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი 2018 წლის გაზაფხულიდან, პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

რეაბილიტაციის პროცესში, შენობების სარდაფების გაწმენდის დროს, აღმოჩენილია მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა და არტეფაქტები. ისტორიული ნაშთების ნაწილი - ძველი ნაგებობები, სათავსები და ჭურჭელი შუა საუკუნეების პერიოდს მიეკუთვნება.

აღმოჩენების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამუშაოებში პირველი დღეებიდან ჩართული იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები. აღმოჩენების შენარჩუნების აუცილებლობის გამო, თბილისის განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა ცვლილებები საპროექტო დოკუმენტაციაში, რის შედეგადაც, აღდგენილი ისტორიული ძეგლები მაქსიმალურად საინტერესო და დათვალიერებადი გახდება მომავალში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 100 მლნ ლარს შეადგენს. პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 200-მდე ბინათმესაკუთრეს საგრძნობლად გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები, გაიზრდება უძრავი ქონების ღირებულება, ხოლო ქალაქის ისტორიული ნაწილის ქუჩები ტურისტულად აქტიური გახდება, რაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია.

გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე მოიცავს გუდიაშვილის მოედნისა და ბაღის გამწვანება - კეთილმოწყობის და გზის საფარის აღდგენის სამუშაოებს.

პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია

„ვიწყებთ პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში ბიძინას შეტანის გამო“ - „დრო...

„ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში "ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო“, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 
მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
1638725637
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, 3 დეკემბერს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ მომზადებული სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
1638770790
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 დეკემბერს თბილისის სხვადასხვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
1638736318
„საკრებულოების ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია, როგორც მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო, ასევე საბიუჯეტო და მერიის შესრულებული მუშაობის მონიტორინგის მიმართულებები. საკრებულო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ვისაც ხალხმა ხმა მისცა ამ პროცესში მონაწილეობისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, აანონსებენ აქციებს და კონსტრუქციულ ვითარებაში ოპონირების ნაცვლად არჩევანს ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებზე აკეთებენ“, - ამის შესახებ ზუგდიდს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია სოციალურ ქსელში წერს. 
1638734104
იორდანიის საავადმყოფო

იორდანიაში კოვიდინფიცირებულის არასწორად მკურნალობის გამო ჯანდაცვის 5 მ...

იორდანიის სასამართლომ ჯანდაცვის 5 მაღალჩინოსანს კოვიდინფიცირებული პაციენტების არასწორად მკურნალობის გამო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
თავდაცვის სამინისტროში SNGP-ის ფარგლებში წლის შემაჯამებელი საინფორმაცი...
თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეული წარმატებებისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
„ექიმები შეიძლება ძალიან კარგები არიან, მაგრამ ვინ აკონტროლებს სააკაშვ...
მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა.
GITA-ს ორგანიზებით ქუთაისში პრეაქსელერაციის პროგრამა დაიწყო
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და  VREX-თან თანამშრომლობით, ქუთაისში  პრეაქსელერაციის პროგრამა, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში (#სრიგპ) ხორციელდება. დამწყები ნოვატორები გაივლიან სასწავლო კურსს, რომლის  მიზანია რეგიონში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, სტარტაპ იდეების ფორმირება, განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.