საზოგადოება

კახა კალაძე: შოთა არველაძე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის ძალიან კარგი მწვრთნელი იქნებოდა

თბილისის მერი კახა კალაძე
1632137945
დაკოპირებულია

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ შოთა არველაძე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის კარგი მწვრთნელი იქნებოდა.

ამის შესახებ კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ არველაძის უარი მისთვის გაუგებარი იყო.

„რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა. ძალიან გამიხარდებოდა, თუ შოთა არველაძე ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იქნებოდა. როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე შეთავაზებაც იყო, თუმცა, მან უარი განაცხადა, რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ თუ რაიმე გაგვაჩნია ჩვენ და წარმატებას მივაღწიეთ, ეს წარმატება ვის უნდა მოვახმაროთ, თუ არა ჩვენს ქვეყანას, ფეხბურთს, სპორტს, ეროვნულ ნაკრებს?! გულწრფელად გეტყვით, ცოტა გაუგებარი იყო მისი უარი ჩემთვის, რადგან მგონია, რომ ის ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან კარგი მწვრთნელი იქნებოდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციასა და ეროვნულ ნაკრებს, თბილისის მერი აცხადებს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ინფრასტრუქტურის განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

„ძალიან სამწუხარო იყო ის მარცხები, რაც ვნახეთ, თუმცა, ასევე, ძალიან სასიამოვნო იყო ის შესაძლებლობები, რაც ეროვნულ ნაკრებს ჰქონდა, რომ ევროპაზე მოხვედრილიყო. ძალიან წარმატებული საფეხბურთო თამაშები ჩაატარეს, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის არის აღმავლობა და დაღმავლობა.

ძალიან სამწუხაროა ეს. რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციას, ძალიან მომწონს, რასაც ფედერაცია აკეთებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომლის ყველაზე დიდი ნაკლებობაა დღეს ქართულ ფეხბურთში და ეს, რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაში, შედეგს გამოიღებს იმ თვალსაზრისით, რომ ფეხბურთით ბევრი ახალგაზრდა ინტერესდება. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, ითამაშონ ისეთ მოედნებზე, როგორიც ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებშია. ყველა შემთხვევაში, ეს ძალიან კარგ და დიდ შედეგს მოიტანს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმატებისთვის ბევრი კარგი და ძლიერი ფეხბურთელი სჭირდება.

„გვჭირდება ძლიერი, ბევრი წარმატებული ფეხბურთელი, რომლებიც იმ თამაშის ჩვენებას შეძლებენ, რომელიც ეროვნულ ნაკრებს სჭირდება იმისთვის, რომ წარმატებებს მივაღწიოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი

„შეცდომაა, რომ „ომიკრონი“ სიკვდილიანობას და ჰოსპიტალიზაციას არ იწვევს“...

„სრული შეცდომაა, რომ „ომიკრონი“ სიკვდილიანობას და ჰოსპიტალიზაციას არ იწვევს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. 
1642757196
„არავაქცინირებულმა ადამიანებმა კორონავირუსის ენდემურ დაავადებად გადაქცევას, შეიძლება ხელი შეუშალონ“, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
1642763415
ჟენევაში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს. 
1642762920
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლების საპროტესტო აქციას სოციალური ქსელით ეხმაურება. 
1642761512
ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში, ეკლესიაში მომხდარ ჭყლეტას 29 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. 
1642760360
„არავინ მოგცემთ უფლებას, კაცობრიობის არსებობას საფრთხე შეუქმნათ“

„პანდემიის გაქრობაზე საუბარი უნდა დაიწყოს“ - დავით გადელია

„რთული სათქმელია, პანდემია როგორ დასრულდება, გადაიქცევა სეზონურ გრიპად თუ  გაქრება, ამის თქმა ძნელია, მაგრამ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ სადღაც მეექვსე მეშვიდე თვიდან პანდემიის გაქრობაზე საუბარი უნდა დაიწყოს“, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. 
1642751476
თამუნა იარაჯულის ქმარი, ავთანდილ ნიშნიანიძე ნავთობისა და გაზის კორპორა...
„მუდმივად ფეიკების გამავრცელებელ არხს პირდაპირ მიღებული აქვს დავალება სააკაშვილისგან, რომ ნებისმიერი ტყუილის, მათ შორის ამორალური სიცრუის ფასად ხელოვნურად დაამძიმონ სიტუაცია და შექმნან აპოკალიფსური სურათი“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს. 
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22–23 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
„ვწუხვარ თუ ეს რაიმე ახალი სახის პოლიტიკაა, რომ უარი თქვან ჩემს ციხეში...
უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო აცხადებს, რომ ციხეში ექსპრეზიდენ სააკაშვილის მოსანახულებლად არ უშვებენ, მიუხედავად იმისა რომ საბუთები წესრიგში აქვს.