მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ვულოცავ აღსაყდრების დღეს

კალაძე პატრიარქთან ერთად

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პატრიარქს აღსაყდრების დღე მიულოცა. 

„დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ აღსაყდრების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. 43 წელია ჩვენი პატრიარქი დიდი მოთმინებითა და სათნოებით, ღირსეულად უძღვება ქართულ ეკლესიას, ლოცულობს საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის.

უწმინდესსა და უნეტარესს გაწეული ღვაწლისთვის მადლობას ვუხდი, ვუსურვებ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას ჩვენი ერის სულიერი და ეროვნული გაძლიერების საქმეში“, - აცხადებს კახა კალაძე.

ცნობისთვის, დღეს, 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს პატრიარქობის 43-ე წელი გახლავთ.