საზოგადოება

კახა კალაძე: წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ერთადერთი ვიყავი, ვინც დედაქალაქში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა წარმოადგინა

თბილისის მერი კახა კალაძე Pia.ge
1634326133
დაკოპირებულია

„წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მე ვიყავი მერობის ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ავარიული სახლების პრობლემებზე საუბრობდა“, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რას გულისხმობს ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც კახა კალაძის მერად არჩევის შემთხვევაში, 2022 წლიდან ამოქმედდება.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის წინასაარჩევნო კამპანიისას დეტალურად წარმოვადგინე ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა. ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ გახდა ეს თემა აქტუალური. მთელი ორი თვის განმავლობაში ვსაუბრობდი, რომ ქალაქში 10 000-მდე ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს. წყალში გადაყრილია მილიონობით ლარი, რასაც გამაგრების სამუშაოებზე ვხარჯავთ, რადგან ხუთი-ექვსი წლის შემდეგ ის ისევ ავარიული ხდება. ამიტომ, ჩვენ კონკრეტული პროგრამა შევიმუშავეთ, თავისი რეგულაციებით. ოთხ წელში ყველა შენობა ვერ ჩანაცვლდება, მაგრამ ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარია გათვალისწინებული, რომ ყველაზე ავარიული სახლები გარემონტებული ბინებით.ჩავანაცვლოთ. მაგალითად, თუ ხუთსართულიანი შენობის ყველა მცხოვრების თანხმობა უნდა არსებობდეს, რის შემდეგაც მათ იჯარით გაიყვანს მუნიციპალიტეტი. ამ ადამიანებს ორ წელიწადში ენერგოეფექტური მასალებით აშენებული საცხოვრებელი ბინები ჩაბარდებათ. ეს საბჭოთა არქიტექტურა ჩანაცვლდება თანამედროვე სტანდარტების მქონე საცხოვრებლით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერობის კანდიდატმა ავარიული შენობა-ნაგებობების მონიტორინგის პროცესში მუნიციპალური ინსპექციის როლზე ისაუბრა.

„ჩვენ მეხუთე კატეგორიის ავარიულობის მქონე სახლებში ადამიანებს არ ვაცხოვრებთ და გაგვყავს ისინი ქირით. ამისთვის კი ყოველწლიურად მილიონობით ლარი იხარჯება. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური ინსპექცია ნამდვილად ეფექტურად მუშაობს და მის თანამშრომლებს მადლობა ამისთვის. არ არსებობს შემოსული შეტყობინება დარჩეს რეაგირების გარეშე. გარდა ამისა, ყოველდღიურად მოწმდება კონკრეტული შენობა ნაგებობები. ე.წ. მიშენებები 90-იანი წლების მავნე პრაქტიკაა. დღეს ვერ ვეხებით მათ, ვერ ვანგრევთ, თუმცა, ამ პროგრამის ფარგლებში მიშენებული ნაწილიც ჩაეთვლება ფართების დაანგარიშებისას. ამ პროგრამაზე უკვე დიდი ინტერესია. მის განხორციელებას და განაცხადების მიღებასაც 2022 წელს დავიწყებთ“, - განმარტა კახა კალაძემ.

უკრაინა - რუსეთი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

გამოცემა depo.ua უკრაინელი ჟურნალისტის რუსლან რუდომსკის სტატიას აქვეყნებს, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის 4 შესაძლო სცენარზე წერს. 
„ომიკრონი“ ბევრ ადამიანს დაემართება და იმუნურ ფენას ქვეყანაში შექმნის, რაც მძაფრ ტალღებს თავიდან აგვარიდებს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. 
1643214502
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წაშლილ კადრებს და პოლიციელის მხრიდან მოზარდზე ძალადობას „ფეისბუკ“ გვერდზე ეხმაურება.  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის საწოლის თავზე დამონტაჟებული კამერის კადრები წაშლილია.
1643197092
უკრაინაში აშშ-ის საელჩომ მოუწოდა ქვეყანაში მყოფ ამერიკელ მოქალაქეებს დატოვონ ქალაქი და გაემგზავრონ ახლავე, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.
1643219552
„უკრაინასთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე ყველა დაინტერესებული მხარე „საკუთარ სიმართლეს“ აწვება“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე. 
1643219314
ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე Pia.ge

ზურაბ ქადაგიძე: ჯერ ამაზე გაგვეცით პასუხი და დანარჩენზე მერე ვილაპარაკ...

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეო მასალას და იხსენებს რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ გავრცელებულ სკანდალურ დოკუმენტს, რომლითაც, მისი თქმით, დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ უღალატა საკუთარ ქვეყანას და საქართველოს სამხედრო ძალები ომის დაწყებაში დაადანაშაულა, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ დაადასტურა რეზოლუციაზე ხელის მოწერით, რომელშიც წერია, რომ „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან. რეზოლუციის მე-6 პუნქტში რუსეთის ქმედება საპასუხო შეტევად იქნა მოხსენიებული“.
თელავში ავარიის შედეგად 2 ადამიანი მძიმედ დაშავდა
თელავში, მშვიდობის ქუჩაზე ავარია მოხდა. ავტოავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა კაცი მძიმედ დაშავდა.
უცვლელი რჩება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, ნატო არ შეეგუება მსოფლიოს გავ...
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილესთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
ნიკოლოზ სამხარაძე: მივიღეთ მკაფიო გზავნილი, რომ ნატოს ღია კარის პოლიტი...
საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი  პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.