საზოგადოება

კახაბერ ოქრიაშვილი კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდს 300 000 ლარს გადაურიცხავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ფონდში 300 000 ლარს გადარიცხავს
1584807461
დაკოპირებულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახაბერ ოქრიაშვილი მიესალმება პრემიერის და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

როგორც ოქრიაშვილმა აღნიშნა, ის კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდს 300 000 ლარს გადაურიცხავს:

“მივესალმები საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. სრულად ვუჭერ მხარს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს და ვაფასებ, როგორც არა ნაჩქარევ, ან დაგვიანებულ, არამედ ზედმიწევნით დროულად და ეფექტიანად გადადგმულ ნაბიჯებს.

აგრეთვე, მსურს, დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობის მიმართ და მზად ვარ, ფონდს, რომელიც სპეციალურად კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად იქმნება, გადავურიცხო 300 000 ლარი”,-განაცხადა კახაბერ ოქრიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, 21 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრის წარდგენის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვტილება ძალაში მისი გამოცხადებისთანავე შევიდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება.