საზოგადოება

„კალმარის თამაშები“ - რა საიდუმლოებებს ინახავს და რა არის მისი წარმატების ფორმულა? (ვიდეო)

კალმარის თამაშები
1635352406
დაკოპირებულია

სამხრეთ კორეული სერიალი „კალმარის თამაშები“ 2 კვირის განმავლობაში 111 მილიონმა მაყურებელმა ნახა და Netflix-ის ისტორიაში ყველაზე პოპულარული პროექტი გახდა.

„კალმარის თამაშების“ თრილერის მსოფლიო პრემიერა სექტემბრის შუა რიცხვებში შედგა, რის შემდეგაც ფილმმა 90 ქვეყანაში Netflix-ის რეიტინგი განაპირობა. კრიტიკოსები პროექტის პოპულარობას მწვავე სოციალურ საკითხებს, მომხიბვლელ სიუჟეტს და კორეული კინოსადმი ინტერესს უკავშირებენ.

[ტექსტი შეიცავს სპოილერებს]

Tik Tok-ზე 32 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს ჰეშთეგს #squidgame, ხოლო მოდელ ჰო ენ ჩონი, რომელსაც ამ სერიალში სამსახიობო დებიუტი ჰქონდა, სოციალურ გვერდზე13 მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოიწერა „კალმარის თამაშების“ გამოსვლის შემდეგ (და ეს მაჩვენებელი ყოველდღიურად თითქმის მილიონი გამომწერით იზრდება).

სერიალის სიუჟეტი დაფუძნებულია თამაშზე, რომელშიც მონაწილეობს 456 გმირი. მათ ფინანსურ პრობლემები აქვთ და თამაშებში იბრძვიან გადარჩენისთვის. ისინი მიწვეულნი არიან ექვს საბავშვო თამაშში საასპარეზოდ. გამარჯვებული მიიღებს 45,6 მილიარდ ვონს (122 616 244 ლარი), მაგრამ ამ თამაშში მთავარი ფსონები ადამიანის სიცოცხლეზეა დაფუძნებული. სერიალის მთავარი გმირი სონგ გი ჰუნი, მოთამაშე №456, ამ თამაშებში ვალების გადასახდელად და ქალიშვილთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად მონაწილეობს.

„Squid Game“ ემყარება მთავარი გმირების მიერ რთული არჩევანის გაკეთების რისკს. გადარჩენისთვის ისინი ან უნდა გაერთიანდნენ, ან უღალატონ ერთმანეთს. ხშირად კი გმირებმა წინასწარ არ იციან, რას გამოიწვევს მათი გადაწყვეტილება.

გარდა ამისა, სერიალი წარმოაჩენს სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის პრობლემას სამხრეთ კორეაში, სადაც ბოლო წლებში უმუშევრობა მკვეთრად გაიზარდა.

სოციალური თემის წყალობით, ექსპერტების მოსაზრებით, ფილმის იდეა სცილდება ბანალურ შედარებას „შიმშილის თამაშებთან“, იქიდან გამომდინარე, რომ მაყურებელს აიძულებს აწონ-დაწონოს ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე, თანაუგრძნობს არა მხოლოდ პროტაგონისტ პერსონაჟებს, არამედ ბოროტმოქმედებსაც.

სერიალის გულშემატკივრებმა უკრაინულ გრივნაზე იპოვეს „კალმარის თამაშის“ მთავარი სიმბოლოები - სამკუთხედი, წრე და კვადრატი. ახლა ისინი ხუმრობენ, რომ რამდენიმე კითხვა აქვთ ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან.

სერიების ვიზუალი

სამხრეთ კორეის კინო განთქმულია ვიზუალური მხარით - და არც „კალმარის თამაშებია“ გამონაკლისი. რეჟისორმა ჰვანგ დონ ჰეკმა შექმნა წარმოუდგენელი ზღაპრული პეიზაჟები თავისი სოციალური ექსპერიმენტისთვის: სათამაშო მოედანზე, თავისუფალ სივრცეში, ტარდება თამაშის პირველი ტური, რომელსაც უძღვება დიდი საშინელი თოჯინა.

სცენები და მუსიკა აგებულია კონტრასტზე: გმირები რეალურ ცხოვრებაში გარშემორტყმული არიან მუქი და პირქუში ფერებით, დომინირებს ღია ნაცრისფერი ტონები. თამაშების დროს კი უპირატესობა ენიჭება ნათელი ფერებს, რაც, როგორც ჩანს, მიანიშნებს მთავარი გმირების სხვა სამყაროში მოხვედრის არსზე. სასტიკი სცენების საუნდტრეკი კი ნელი კლასიკური ვალსი, ან საბავშვო მელოდიებია, რაც, რა თქმა უნდა, ხაზს უსვამს სიმძაფრეს.

რა საიდუმლოებს ინახავს სერიალი? (თეორიები - ქვეტექსტები სერიაში)

თურმე თავიდანვე ყოველი გამოცდის წინ გმირებს რჩევები ჰქონდათ. როდესაც მოთამაშეები მოსაცდელ ოთახში აღმოჩნდებიან, ის სავსეა საწოლებით. მონაწილეთა რაოდენობის კლებასთან ერთად, მათი საწოლებიც ოთახიდან ქრება. შემდეგ შესაძლებელია დეტალურად შეისწავლონ კედლები, რომლებზეც შეგიძლიათ იხილოთ რჩევები.

სერიაში ბევრი მინიშნება იმალება, რომელთა შემჩნევა ერთი შეხედვით თითქმის შეუძლებელია. გამოდის, რომ თითქმის ყველა პერსონაჟის სიკვდილის შემთხვევა პროგნოზირებადი იყო და მოთამაშეებს ყოველი ტესტის წინ თავიდანვე ჰქონდათ მინიშნებები (მაგალითად, ყველა თამაში გამოსახული იყო კედელზე, სადაც მონაწილეები ცხოვრობდნენ).

დეტალებისადმი ყურადღების წყალობით, სერიალის შემქმნელებმა მოახერხეს სოციალური ქსელების აფეთქება: თაყვანისმცემლებმა შეცდომების საძიებლად ფაქტობრივად დაშალეს თითოეული სცენა, რადგან ეძებდნენ სეზონის ბოლოს დატოვებულ კითხვებზე პასუხებს. სოციალურ ქსელებში განიხილავენ ვარიანტებს, თუ რა უნდა გაეკეთებინათ გმირებს, რომ ყველა თამაშიდან ცოცხლები გადარჩენილიყვნენ.

როგორ აირჩიეს თამაშის მონაწილეები?

პირველ ეპიზოდში მეტროში 2 პიროვნება ხვდება ერთმანეთს. კოსტიუმში გამოწყობილი უცხო ადამიანი სთავაზობს მთავარ გმირს სონ გი-ჰუნს, რომ ითამაშოს ფულისთვის და აირჩიოს კონვერტის ფერი. შემდეგ მთავარი გმირი ფსონს დებს ლურჯ ფერზე.

Tik Tok-ში განხილული პოპულარული თეორიის მიხედვით, რომელმაც სამი მილიონი ნახვა დააგროვა, თუ წითელ ფერს აირჩევდა ფილმის პროტაგონისტი, წითელი კოსტიუმში გამოწყობილი ზედამხედველი გახდებოდა. სერიალში არაერთხელ ესმება ხაზი იმას, რომ პროექტში ყველა თანასწორია. თუ გავიხსენებთ, მცველების ნიღბებზე აღბეჭდილ სამკუთხედებს, წრეები და კვადრატები, რომლის მიღმაც იმალებიან რთული ბედის მქონე ადამიანები, ისევე როგორც თამაშის მონაწილეები, მაშინ ეს ვარაუდი საკმაოდ ლოგიკურად ჟღერს.

კულმინაცია - ᲛᲐᲛᲐ ᲓᲐ ᲨᲕᲘᲚᲘ?

ოჰ ილ ნამი არის არა მხოლოდ გამოცდილი მოთამაშე, არამედ ყველაზე იდუმალი პერსონაჟი. ფინალური ეპიზოდიდან ვიგებთ, რომ ის იყო თამაშის ორგანიზატორი, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მან სხვებზე სწრაფად შეძლო ამოცანისათვის თავის გართმევა.

მაგრამ რატომ გადაარჩინა მან არაერთხელ მთავარი გმირის სიცოცხლე? პირველ სერიაში ვხვდებით სონ გი-ჰუნის დედას, მაგრამ მამას არასოდეს ახსენებენ. ამავდროულად, მეოთხე თამაშის დროს, „ბურთებში“, 001 ნომერი მოთამაშე ამბობს, რომ დეკორაციები მას აგონებს იმ ადგილს, სადაც ცხოვრობდა. რაზედაც სონ გი ჰუნი უპასუხებს, რომ ისიც იმავე ადგილას დაიბადა.

გამოცდის წინ მოხუცი ქურთუკს აძლევს მთავარ გმირს - ალბათ, ასე ცდილობდა თავისი სავარაუდო შვილის დაცვას: ოჰ ილ ნამმა იცოდა, რომ მცველები არ მოკლავდნენ 001 ნომრით უნიფორმიან კაცს. სხვა საინტერესო დამთხვევა: სონ გი ჰუნი აღნიშნავს, რომ მას აქვს ლაქტოზას აუტანლობა. „ისევე, როგორც ჩემი შვილს“, - პასუხობს ო ილ ნამი.

ტარდებოდა თუ არა „კალმარის თამაშები“ მთელ მსოფლიოში?

როდესაც საზოგადოების რჩეული VIP-წევრები უყურებენ შემდეგ ტურს, ისინი ამბობენ: „კორეული სეზონი ყოველთვის ყველაზე საინტერესოა“. შეიძლება, ბევრმა ყურადღება არ მიაქციოს ამ ფრაზას, მაგრამ ცხადყოფს, რომ მაღალი რანგის სტუმრები მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ. ეს ნიშნავს, რომ თამაშის სისხლიანი პროექტი გლობალურია. მაგრამ მაყურებლისთვის ეს შესანიშნავი სიახლეა: Netflix-მა დატოვა სივრცე თამაშის პოტენციური გაგრძელებისთვის.

სონ გი ჰუნ-ის ვარცხნილობა

ფინალურ ეპიზოდში ჩვენ ვხედავთ მთავარ გმირს წითელი თმით. ზოგიერთი მას „აღორძინების სიმბოლოს“ უწოდებს, მაგრამ არის ვერსიები, რომ ეს შეიძლება იყოს მინიშნება: გმირი დაბრუნდება „Squid Game“-ში. მაგრამ ამჯერად ის წითელზე დადებს ფსონს (ანუ, რომ გახდეს ზედამხედველი) და მზადაა კუნძულზე დაბრუნდეს, რათა პროექტი შიგნიდან გაანადგუროს. სიმბოლურია ისიც, რომ სამხრეთ კორეასთან დამშვიდობებამდე ის პირველი ეპიზოდის მსგავსად აეროპორტში ხედავს იმავე რეკრუტერს.

ველოდოთ მეორე სეზონს?

ამ დრომდე არ ყოფილა ოფიციალური განცხადებები მეორე სეზონის გადაღებების შესახებ, მაგრამ ჩვეულებრივ, როცა პროექტი ყველა რეკორდს ხსნის, გაგრძელებაზე ფიქრს დიდი დრო არ სჭირდება. გარდა ამისა, რეჟისორი უკვე ორაზროვან მინიშნებებს აგზავნის პროტაგონისტის თამაშში დაბრუნების თაობაზე.

„კალმარის თამაშის“ გარშემო მღელვარება კინოინდუსტრიის გარეთაც გრძელდება. მაგალითად, თეთრ ფეხსაცმელზე მოთხოვნა, რომლებიც მოთამაშეებს აცვიათ, შოუს დაწყებიდან 7800%-ით გაიზარდა. Tik Tok-ის ჰეშთეგმა #squidgame დააგროვა 37 მილიონი ნახვა. ფილმის აქტიური გულშემატკივრები სწავლობენ შაქრის ნამცხვრების დამზადებას, აწყობენ დისკუსიებს შეთქმულების თეორიებს სერიებზე დაყრდნობით და გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას სერიალის სიუჟეტის მიმართ.

ბევრ ონლაინ მაღაზიაში იყიდება „ზედამხედველების“ კოსტიუმები, მასპინძლის ნიღბები, მაღვიძარა თოჯინის სახით და კიდევ სავიზიტო ბარათები „Squid Games“-ის სიმბოლოებით.

„კალმარის თამაში“ კიდევ ერთი დასტური გახდა იმისა, რომ - სამხრეთ კორეის კინო უნიკალურია და მას შეუძლია მსოფლიოს დაპყრობა. ადგილობრივი კინოსადმი ინტერესი 2020 წელს გაიზარდა ოსკარზე ფილმის „პარაზიტების“ ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ.

Bloomberg-ის ცნობით, მხოლოდ პირველ თვეში „Squid Game“-მა Netflix-სს თითქმის 900 მილიონი დოლარი მოუტანა, მაშინ როცა სერიალის გადაღების ხარჯი თითქმის 42-ჯერ ნაკლები დაჯდა და იყო – მხოლოდ 21,4 მილიონი დოლარი.

მაგრამ კრიტიკოსების შეფასებით „კალმარის თამაშების“ უდიდესი ღირებულება შორს არის მატერიალურისგან. სერიალი მიუხედავად იმისა, რომ დიდწილად კორეულ კულტურასთან არის დაკავშირებული, ნებისმიერი ქვეყნისათვის გასაგები ხდება. ეპიზოდებში აშკარაა კაპიტალიზმის კრიტიკა: ღარიბებმა მოგების მიზნით სისასტიკეს უნდა მიმართონ, მდიდრები კი ამას სიამოვნებით უყურებენ. მაგრამ ამავე დროს, სიუჟეტი წარმოაჩენს თითოეული გმირის პირად დრამას. ამ ყველაფრის გარდა, ის გრძელდება შოკის მომგვრელი სცენებით და ფერადი კადრებით. როგორც ჩანს, მთელ მსოფლიოში ეს არის „Squid Game“-ის წარმატების საიდუმლო.

სტატია მომზადებულია „უნიანის“ მიხედვით

პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია

„ვიწყებთ პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში ბიძინას შეტანის გამო“ - „დრო...

„ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში "ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო“, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 
მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
1638725637
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 დეკემბერს თბილისის სხვადასხვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
1638736318
„საკრებულოების ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია, როგორც მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო, ასევე საბიუჯეტო და მერიის შესრულებული მუშაობის მონიტორინგის მიმართულებები. საკრებულო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ვისაც ხალხმა ხმა მისცა ამ პროცესში მონაწილეობისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, აანონსებენ აქციებს და კონსტრუქციულ ვითარებაში ოპონირების ნაცვლად არჩევანს ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებზე აკეთებენ“, - ამის შესახებ ზუგდიდს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია სოციალურ ქსელში წერს. 
1638734104
იორდანიის სასამართლომ ჯანდაცვის 5 მაღალჩინოსანს კოვიდინფიცირებული პაციენტების არასწორად მკურნალობის გამო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
1638732621
მცირე ზომის თვითმფრინავი

აშშ-ში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ abcnews იუწყება. 
„ექიმები შეიძლება ძალიან კარგები არიან, მაგრამ ვინ აკონტროლებს სააკაშვ...
მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა.
GITA-ს ორგანიზებით ქუთაისში პრეაქსელერაციის პროგრამა დაიწყო
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და  VREX-თან თანამშრომლობით, ქუთაისში  პრეაქსელერაციის პროგრამა, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში (#სრიგპ) ხორციელდება. დამწყები ნოვატორები გაივლიან სასწავლო კურსს, რომლის  მიზანია რეგიონში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, სტარტაპ იდეების ფორმირება, განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
პარტნიორობა გენდერული თანასწორობისათვის - FAO-ს, UNDP-ს, UNFPA-ს, და ლ...
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრების ახალი სერია იწყება.