მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კარგად ჩანს რატომაც ებრძვით თეას, იმ ადამიანს, რომელმაც გადაწყვიტა კულტურა გახადოს კულტურის ნაწილი და არა პოლიტიკურ თავშესაფრად - ირაკლი ლატარია

ექსპერტი ირაკლი ლატარია Pia.ge

„წულუკიანი არის ძლიერი, ობიექტური და სამართლიანი მინისტრი და სწორედ ამიტომ მიადგნენ ეს ჭინკები, მაგრამ არაფერი გამოგივათ“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლიდანაც ირკვევა, რომ ანა კალანდაძის ორი ლექსი სხვა ავტორს მიაკუთვნეს. 

„ადამიანები, რომლებმაც: მთელი ჩვენი ინტელიგენცია ჩარეცხეს, რომლებმაც დაიჭირეს უამრავი ლექტორი, რექტორი და თითქმის ყველა სასახელო ქართველი გამოიყვანეს ქვეყნის მტრად და გამოუსადეგ არსებებად, ახლა გამოდიან და თეა წულუკიანს ებრძვიან სწორედ ვითომ იმ მოტივით, რომ ესენი არიან თავიანთი ჩარეცხილების დამცველები? რა სასაცილოები ხართ, კარგად ჩანს რატომაც ებრძვით თეას, სამართლიან ადამიანს, იმ ადამიანს, რომელმაც გადაწყვიტა კულტურა გახადოს კულტურის ნაწილი და არა პოლიტიკურ თავშესაფრად!!! მოკლედ, წულუკიანი არის ძლიერი, ობიექტური და სამართლიანი მინისტრი და სწორედ ამიტომ მიადგნენ ეს ჭინკები, მაგრამ არაფერი გამოგივათ!!! ზუსტად ვიცი, თეა ბოლომდე მიიყვანს თავის დაწყებულ ყველა რეფორმასა და გადაწყვეტილებას და კულტურა იქცევა ნამდვილ იდენტობად ერთხელ და სამუდამოდ!!!” - წერს ირაკლი ლატარია.