მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ რეზოლუციაზე თქვენი მხრიდან უარი აჩვენებს, რომ თქვენ არ გესმით და არც გაინტერესებთ ასეთი პირობებში როგორი ქცევა მოეთხოვებათ სახელმწიფოებს - თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციას

თამთა მეგრელიშვილის განცხადება

„საქართველო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ხელისუფლების მხრიდან უკრაინაში გასაგზავნი რეზოლუციის შემუშავების საკითხს. 

ასევე, მეგრელიშვილი მიმართავს ოპოზიციას, რომ მათ უარი „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ რეზოლუციაზე აჩვენებს, რომ ოპოზიციას არ ესმის, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ასეთ მძიმე მდგომარეობაში სახელმწიფო.

„ნაციონალური მოძრაობა“ - ომში საკუთარი ჯარის მიმტოვებელი ძალა, მის მიერ 2008 წლის გაყიდული ომის შემდეგ კიდევ ბედავს და ხმას იღებს სახელმწიფოს უსაფრთხოების მისეულ ხედვაზე. სახელისუფლებო გუნდს უსწორებენ ხედვასა და სტრატეგიას, რადგან გულზე ხვდებათ მათი გონივრული და ამასთან მეგობრული დამოკიდებულება და გამოჩენილი საჭირო სიფრთხილე. აღარ ახსოვთ, რომ მათი ახლო მხედველური პოლიტიკით უმძიმეს პროვოკაციაზე წამოაგეს და ომში ჩაითრიეს სახელმწიფო, ქვეყანა. დიახ, ვფიქრობ და ვამბობ, რომ მშვიდობასა და ომზე საუბრისას, ნაცებო, თქვენ სიტყვის უფლება გერთმევათ! უადგილოა თქვენი მხრიდან სოციალურ ქსელშიც კლავიატურაზე წკაპა წკუპი. თქვენ ჩააბით საქართველო უკვე ომამდე გაყიდულ ომში და ახლა, წლების შემდეგ, თქვენი ბელადის მეორე სამშობლოს დასაცავად „თქვენი რუსული ხელის“ თავგამოდებული ქნევა უკრაინისთვის სასიკეთოდ ბევრს ვერაფერს შეცვლის.

სახელმწიფოები ასეთ დროს საუბრობენ ენაზე, რომელსაც ზომიერი ქმედებისა და დიპლომატიის ესმის. საქართველო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ქართული ოცნების მიერ ინიციირებულ რეზოლუციაზე თქვენი მხრიდან უარი აჩვენებს, რომ თქვენ არ გესმით და არც გაინტერესებთ ასეთი დაძაბულობის პირობებში როგორი ქცევა მოეთხოვებათ სახელმწიფოებს; გსურთ აგრესიული რიტორიკით სიტუაციის დაძაბვა და რუსული ველური პოლიტიკის ჩექმის ქვეშ საქართველოს ხილვაც. მესმის, არ მოგწონთ, რასაც ახლა კითხულობთ, მაგრამ პირდაპირ და პირში გეტყვით, რომ დირექტივა მიღებული გაქვთ კრემლისგან და საქართველოს ხელმეორედ გაუბედურებაც გინდათ“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.