
აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისს კვერცხები ესროლეს.
აქციაზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
ფაქტს წინ უძღოდა დაპირისპირება სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის.
შეკრებილები სკანდირებენ - „მონებო“, „მკვლელებო“ „წადით“.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც შსს-მ განაცხადა, რომ ლექსო ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკული საშუალებები აღმოჩნდა.