
„ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე „გირჩი - მეტი თავისუფლების“ პარტიის ორი წევრი დააკავეს.
„აქციაზე, ქართული ოცნების ოფისთან, დააკავეს „გირჩი-მეტი თავისუფლების“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარე თენგო კირთაძე და მმართველი საბჭოს წევრი ცოტნე ლომიძე.
არსებული ინფორმაციით, ისინი გადაყვანილები არიან სამგორის პოლიციის შენობაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში არცერთ დაკავებულზე ინფორმაციას არ გვაწვდიან“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია 12 ივლისს, საღამოს 18:00 საათიდან განახლდა.
აქციის მონაწილეები ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც შსს-მ განაცხადა, რომ ლექსო ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკული საშუალებები აღმოჩნდა.
აქციაზე ასევე დააკავეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე.
შსს ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით 12 პირია დააკავებული