მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მათი პარტიის წევრს „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

წალკის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, „ქართული ოცნების“ წევრი ნუსრატ გეიდაროვი

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არ-სარვანში  „ქართული ოცნების“ წევრს ნაცმოძრაობის მხარდამჭერმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

პოლიტიკურ ნიადაგზე დაპირისპირება მოხდა  წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არ-სარვანში, სადაც „ქართული ოცნების“ წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა სცემა. ამავე სოფელში მცხოვრები „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი ვასიფ იბრაგიმოვი ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად  დაუპირისპირდა „ქართული ოცნების“ წევრს,  წალკის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს, სოფელ თეჯისში ნუსრატ გეიდაროვს.

ინციდენტი 29 ნოემბერს მოხდა. ვასიფ იბრაგიმოვმა გეიდაროვს  უსაყვედურა, რატომ მუშაობდა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, რის შემდეგაც მათ შორის მოხდა სიტყვიერი კონფლიქტი, რაც  ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.  

ვასიფ იბრაგიმოვმა ნუსრატ გეიდაროვს სახის არეში მუშტი ჩაარტყა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ცხვირისა და თვალების არეში მიიღო დაზიანებები. კონფლიქტს ჰყავს თვითმხილველები. მომხდართან ფაქტთან დაკავშირებით, დღეს ნუსრატ გეიდაროვმა შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონულ სამმართველოს მიმართა. გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.