
ვაკის რაიონში, ყაზბეგის გამზირის N47-49-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი კეთილმოეწყო.
სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე განახლდა სპორტული მოედანი - მოეწყო ბეტონის საფუძველი, ღობე, დამონტაჟდა კარები, ფარები, დაიგო რბილი საფარი. გარდა ამისა, მოედნის გარშემო განთავსდა ბავშვთა-გასართობი ზონა სხვადასხვა ატრაქციონით, დამონტაჟდა სხვა საპარკე ინფრასტრუქტურა, მოეწყო ბილიკები, განათების სისტემა, დაირგო მცენარეები.
დასასვენებელი სივრცე, დაახლოებით, 3 000 კვ. მ ფართობს მოიცავს. სამუშაოები, გამგეობის დაკვეთით, შპს „ქუალითიმ“ განახორციელა.
კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ტყემალაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გახსნა.