საზოგადოება

ხოშტარიების ოჯახმა ივნისის რუბლებიც არ დატოვა რუსეთში, რის გამოც სევეროდონეცკში რუსული ოკუპაცია შენელდა - დავით ქართველიშვილი

ექსპერტი დავით ქართველიშვილი
1656001966
დაკოპირებულია

ექსპერტი დავით ქართველიშვილი რუსეთიდან პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას ოჯახისთვის თანხის გადმორიცხვას სოციალურ ქსელში ეხმიანება და დასძენს რომ ხოშტარიების ოჯახმა ივნისის რუბლებიც არ დატოვა რუსეთში. 

„ხოშტარიების ოჯახმა ივნისის რუბლებიც არ დატოვა რუსეთში, რის გამოც სევეროდონეცკში რუსული ოკუპაცია შენელდა. მადლობა გოგის და ელენეს!” - წერს დავით ქართველიშვილი.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარტია „დროას“ ლიდერს ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრს რუსეთიდან ყოველთვიურად მილიონობით ლარი ერიცხება.

აღნიშნულ ინფორმაციას ელენე ხოშტარია გამოეხმაურა და მას აფიორა უწოდა. როგორც ხოშტარიამ განმარტა, მისი მამა თეატრის მხატვრის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეა, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპექტაკლიდან უკვე 25 წელია. 

ელენე ხოშტარია აღნიშნულ თემას ბრიფინგზე გამოეხმაურა. როგორც ხოშტარიამ განმარტა, სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებიდან მიღებული თანხა და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლების მიერ რუსეთში გასტროლებზე გამომუშავებული თანხა შინაარსობრივად ერთმანეთისგან განსხვავდება.

მისი თქმით, სოლიკო ვირსალაძის ფული არა რუსული, არამედ საქართველოსთვის საამაყო ფულია.