
„ხვალ მოვითხოვ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანას, ამ ადამიანის სიცოცხლე არის საფრთხეში“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
👉 „ვივამედის“ მფლობელი არის რუსეთის მოქალაქე, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი - შალვა ხაჭაპურიძე
ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილის სასამართლო 2-3 პროცესში დამთავრდება.
„ხვალ მოვითხოვ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანას. ამ ადამიანის სიცოცხლე არის საფრთხეში. ის დაავადებები, რომელიც მას სჭირს და რომელიც თურმე დედამისმა დამართა იმიტომ, რომ ცუდი საჭმელები შეაქვს, ცინიზმსაც საზღვარი აქვს. სასამართლო პროცესი უნდა დაჩქარდეს. ჩვენ შემდეგი პროცესიდან უკვე ვცვლით ფორმას, 2-3 პროცესში დამთავრდება ეს საქმე. მთავარია გადავარჩინოთ მისი [ სააკაშვილის] სიცოცხლე“, - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
⭕ „ჭორაობა დაიწყო და ებღაუჭება სკამს იმ პარტიაში, რომელიც არის სააკაშვილის“ - ხაბეიშვილი მელიაზე
⭕ „ძალიან ცუდად არის, საერთოდ ვერ დგება“ - გიული ალასანია სააკაშვილზე
⭕ შეუძლებელია დაკარგო სახე და დაემსგავსო გესტაპოს ექიმს - თაკო ჩარკვიანი ნადირაძეს