მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

gwp

30 სექტემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ვაკის რაიონში, ფალიაშვილის ქუჩა N7-ის მიმდებარედ წყალსადენის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 30 სექტემბერს, 22:00 საათიდან 1-ელი ოქტომბრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ჭავჭავაძის გამზირს N2-34, კეკელიძის ქუჩა N13-25, N2, 4, 14, 16, ფალიაშვილის ქუჩა N1-36, ბარნოვის ქუჩა N77-94, აბაშიძის ქუჩა N1-22, ბაზალეთის, ერისთავის, თაყაიშვილის, ნაფარეულის, შატბერაშვილის, მცხეთის, ქობულეთის, შროშის, ქუთათელაძის  და ჯანაშვილის ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS - შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge