
დღეიდან სამშენებლო კომპანია "სვეტის" ობიექტების მშენებლობა იწყება.
ამის შესახებ PIA.GE-ს თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, მშენებლობა დღეს 14:00 საათზე დაიწყება. "სვეტის" ობიექტების მშენებლობას "M2 ჯგუფი" იწყებს.
აღნიშნულ პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, "M2"-ისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები, ასევე, "სვეტის" დაზარალებული მობინადრეები დაესწრებიან.