მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის შემთხვევების გამო თბილისში 14 საბავშვო ბაღი დაიხურა

კორონავირუსის შემთხვევების გამო თბილისში 14 საბავშვო ბაღი დაიხურა

ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დადასტურების გამო თბილისში 14 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა.

როგორც სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, ინფიცირების ერთი შემთხვევის გამოვლენის დროსაც კი ბაღები დროებით იხურება.

სააგენტოს ცნობით, ბაღები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მუშაობენ.

ამ ეტაპზე დახურულია შემდეგი ბაღები: მე-100, 72-ე,145-ე, 45-ე, 75-ე, 86-ე, 186-ე, მე-15, 173-ე, 38-ე, მე-10, 74-ე, 53-ე,135-ე.

„რეგულაციები დეტალურად არის გაწერილი და მათი დაკმაყოფილებისთვის გასულ წელს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ არაერთი პროექტი განახორციელა. ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაცია ითვალისწინებს დაწესებულებაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების ერთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაშიც კი, საბავშვო ბაღის დახურვას საკარანტინე ვადით, კონტაქტში მყოფი პირები კი გადადიან იზოლაციაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბრიდან განახლდა.