
კორონავირუსისგან განკურნებულმა პირველმა პაციენტმა თბილისის ინფექციური საავადმყოფო დატოვა. ამის შესახებ PIA.GE-ს ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს.
დღეს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც პაციენტი კლინიკას დატოვებდა, ის 1 კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში გადავიდოდა.