მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდვაქცინის ტექნოლოგიის გამოყენებით კიბოს სამკურნალო ორდოზიანი ვაქცინა შეიქმნა

ასუსტებს თუ არა ვაქცინა იმუნიტეტს

ოქსფორდის ჯენერის ინსტიტუტისა და ლუდვიგის კიბოს კვლევების ინსტიტუტის მკვლევარებმა, COVID-19-ის ვაქცინის ტექნოლოგიის გამოყენებით, კიბოს სამკურნალო ორდოზიანი ვაქცინა შექმნეს, - ამის შესახებ აღნიშნულია Journal for ImmunoTherapy of Cancer-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.

კვლევა თავდაპირველად ცხოველებზე, კერძოდ, თაგვებზე ჩატარდა. ჩატარებულმა კვლევებმა სიმსივნის ზომაში შემცირება და გადარჩენის მაჩვენებლის გაუმჯობესება აჩვენა. აღსანიშნავია, რომ ChAdOx1/MVA P1A ვაქცინაციამ ხელი შეუწყო CD8 + T- უჯრედების ინფილტრაციას სიმსივნეებში.

ვაქცინის ერთ დოზაში იყენებენ COVID 19-ის ვექტორს, რომელსაც გადააქვს გენეტიკური კოდი და შემდეგ სხეულს პროვოცირებას უწევს, რომ მიზანში ამოიღოს მრავალი სხვადასხვა ტიპის კიბოს უჯრედთა ზედაპირზე წარმოდგენილი ცილები.

ვაქცინის ამ ტექნოლოგიამ აჩვენა, რომ გამომუშავდება საკმაოდ ძლიერი T-ლიმფოციტური პასუხი, რაც კიბოსთან ბრძოლისთვის არის საჭირო.