მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კრეისერ „მოსკვას“ განადგურებით უკრაინისთვის ბევრი არაფერი შეცვლილა - გიგა ინაშვილი

ექსპერტი გიგა ინაშვილი

შეიარაღების ექსპერტმა გიგა ინაშვილმა „ფორმულას“ ეთერში შავ ზღვაზე რუსეთის ფლოტის რესურსების შესახებ ისაუბრა და ფლოტის დანიშნულება განმარტა. 

ექსპერტის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სავარაუდო მიზნები იყო ოდესაში მასშტაბური დესანტის გადასხმა, რომელიც ვერ განხორციელდა.

გიგა ინაშვილი აცხადებს, რომ კრეისერ „მოსკვას“ განადგურებით უკრაინისთვის ბევრი არაფერი შეცვლილა. 

„რუსეთის შავის ზღვის ფლოტის პირდაპირი დანიშნულებაა, რომ რუსეთს ჰყოლოდა შავ ზღვაზე საკუთარი სამხედრო პოლიტიკური მიზნებისთვის ერთგვარი ძლიერი სამხედრო ძალა, რომელიც კონკურენციას გაუწევდა თურქულ ფლოტს. 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სავარაუდო მიზნები იყო ოდესაში მასშტაბური დესანტის გადასხმა, რომელიც ვერ განხორციელდა და მეორე ფუნქცია, რომელსაც პრაქტიკულად დღემდე ასრულებენ, ეს არის კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტები უკრაინაში სხვადასხვა ობიექტებზე ზუსტი დარტყმებისთვის. 

„მოსკვას“ განადგურებას  სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ „მოსკვას“ განადგურებით ბევრი არაფერი შეცვლილა უკრაინისთვის. იმიტომ რომ „მოსკვაზე“ არსებული სარაკეტო სისტემები სერიოზულ ძალას წარმოადგენდა ზღვაზე არსებული ხომალდებისთვის. 

უკრაინის ფლოტი იცით როგორ ცუდ მდგომარეობაშია, განსაკუთრებით 2014 წლის ყირიმის ოკუპაციის შემდეგ. რეალურად „მოსკვაზე“ უფრო მაღალი ეფექტურობა აჩვენა ბურვესტნიკის კლასის ფრეგატებმა, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელიც არის ადმირალი „მაკაროვი“. 

„მოსკვას“ ჩაძირვის შემდეგ ადმირალი მაკაროვი გახდა ფლაგმანი რუსეთის შავის ზღვის ფლოტის, ერთ თვეზე მეტია ეს ხომალდი არსად გამოჩენილა. ჩაძირული სავარაუდოდ არ არის, მაგრამ ისეა დაზიანებული, რომ საბრძოლო ექსპლუატაცია შეუძლებელია. ადმირალი „მაკაროვის“ მსგავსი ტიპის, 6 ერთეული ჰყავთ. რუსეთის ფლოტის კვალობაზე საკმაოდ მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე ხომალდად მიიჩნევა და მის ბორტზე უნივერსალური სარაკეტო გამშვები დანადგარია, საიდანაც ვერტიკალური სტარტით ხდება ენკას ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვება. ამ ეტაპზე 12 ხომალდია განადგურებული“, - აცხადებს გიგა ინაშვილი. 

ცნობისთვის, კრეისერი „მოსკვა“ უკრაინელებმა 13 აპრილს ჩაძირეს. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

🔴 გამორიცხულია სამკურნალოდ რომ გავუშვათო და ირაკლი კობახიძეს ვინ ეკითხება, რას გადაწყვეტს სასამართლო - ვატო სურგულაძე

🔴  თურქული მხარე აცხადებს, რომ სირიასა და ერაყში ოპერაციების დროს ასობით ტერორისტი მოკლა

🔴 დაუსჯელი არ უნდა დარჩეს - მაკრონი კიევის სარაკეტო დარტყმაზე