მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისის აეროპორტი ოქტომბერში ორი კვირით იკეტება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისის აეროპორტი 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით დაიხურება.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აეროპორტის დაკეტვის მიზეზი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის მიზნით გეგმური სარემონტო სამუშაოებია.

დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია. 

რეაბილიტაციის პერიოდში ავიაკომპანიები, რომლებიც ქუთაისის აეროპორტში ოპერირებენ, თავად გადაწყვეტენ, ფრენებს საქართველოს სხვა აეროპორტებში გააგრძელებენ თუ 2 კვირის განმავლობაში სრულად შეაჩერებენ.

ქუთაისის აეროპორტის სააეროდრომო რეაბილიტაციასთან დაკავშირებით 8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერია გამოცხადებული.