საზოგადოება

კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00 საათამდე ექნებათ

რესტორნები
1633421282
დაკოპირებულია

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ოქტომბრიდან კვების ობიექტებს ერთი საათით გაუხანგრძლივდებათ მუშაობის დრო.

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, კვების ობიექტების მუშაობა ხვალიდან ერთი საათით გახანგრძლივდება და ისინი 22:00 საათის ნაცვლად, მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ“,- აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

ინფორმაციისთვის, ახალი გადაწყვეტილებით, იხსნება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მათი გამართვა და მაყურებლის დასწრება შესაძლებელი იქნება რეგულაციების დაცვით.