მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყველა ისმინება, ვითხოვ ობიექტურ და ეფექტურ გამოძიებას - ნინო ლომჯარია

ომბუდსმენი ნინო ლომჯარია

„ვითხოვ ობიექტურ და ეფექტურ გამოძიებას“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებზე ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვნახეთ, რომ ხდება ფარული მიყურადება მედიის წარმომადგენლების, ამიტომ ვფიქრობ, ყველას გვაქვს ასეთი განცდა, რომ ყველა ისმინება, ყველა ადამიანი, ვინც შეიძლება იყოს ხელისუფლების ოპონენტი, განსაკუთრებული სამიზნე არიან, რა თქმა უნდა, კრიტიკული მედიის წარმომადგენლები.

რა თქმა უნდა, ვითხოვ ობიექტურ და ეფექტურ გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე დიდი იმედები არც ამ მიმართულებით გვაქვს ეფექტური გამოძიების, თუმცა ჩვენ ჩართულები ვართ და ეს საქმე იქნება ჩვენი მხრიდან ერთ-ერთი შესწავლის საგანი“, - აცხადებს ნინო ლომჯარია. 

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე „უცნობმა“ გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერები, სადაც „მთავარი არხის“ გადაცემა Post Factum-ის ჟურნალისტების და პროდიუსერის დაგეგმვის პროცესია ასახული. 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 13 ივლისს ტელეკომპანიების მაესტროსა და იმედის ეთერით წამყვან გია გაჩეჩილაძის (უცნობი) მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება 14 ივლისს დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ეს პოზიტიური სიგნალი არ არის, ნეგატიური სიგნალია“ - რიკარდ იოზვიაკი მოსმენებზე

👉 „შემაშფოთებელი ფაქტია“ - კელი დეგნანი მოსმენებზე

👉 „ეს საბჭოთა კავშირი არ დამთავრდა საქართველოში“ - თინა ხიდაშელი

👉 „არცერთი გამოძიება არ დასრულებულა შედეგიანად, გამოჰკითხავენ თანამშრომლებს და აქ დასრულდება ყველაფერი“ - დიტო საძაგლიშვილი

👉 „ამ ქვეყანას უშველის მხოლოდ ერთადერთი რამ, დიდი პოლიტიკური ცვლილებები“ - გიორგი თარგამაძე