მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყველა შეზღუდვა, რომელიც 14 აგვისტოდან ამოქმედდება

შეზღუდვები

კორონავირუსის დელტა შტამის ინტენსიური გავრცელების გამო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ახალი შეზღუდვები იმოქმედებს.

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE წარმოგიდგენთ შეზღუდვების სიას, რომელიც 3 კვირის განმავლობაში იმოქმედებს:

იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა

❌ კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებს

იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა

❌ იკრძალება ფესტივალები, მასობრივი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები

გადაადგილების შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.

ამასთანავე, სექტემბრიდან ზოგიერთ დაწესებულებაში შესაძლოა, მხოლოდ ვაქცინირებული ან ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეები დაუშვან. საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება.

⭕ საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს

⭕ ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები

⭕ მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას

⭕ ჯანდაცვის უწყება განაგრძობს მუშაობას დამატებითი საწოლების მობილიზების მიმართულებით

⭕ მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ. მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ობიექტები ჯარიმდებიან 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით დარღვევისას - ექვემდებარებიან დალუქვას