საზოგადოება

კვლავ ორი ტრუპია საჭირო? იმედია, ხელისუფლება დაინტერესდება ამ ყოფილი „პოლიტპატიმრის“ მოწოდებით - დავით ქართველიშვილი ირაკლი ოქრუაშვილზე

ექსპერტი დავით ქართველიშვილი Pia.ge
1659721550
დაკოპირებულია

„მისი ეს ფბ-პოსტი არ შეიცავს კანონგარეშე საფრთხეებს და კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს?“ - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი დავით ქართველიშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქ სტატუსს, სადაც ოქრუაშვილი აღნიშნავს, „ერთი პატარა ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ“.

„არ დავუწყებ, თავმოყვარეობის გამო. ფაქტობრივად გააჟღერა ყველაფერი ის, რაზედაც დილიდან ვმსჯელობთ - ანუ გეგმა არსებობს, ჩვენი ეჭვები უსაფუძვლო არ იყო. რამე დამატებით მტკიცებულებებს ველოდებით? კვლავ ორი ტრუპია საჭირო? იმედია, ხელისუფლება დაინტერესდება ამ ყოფილი „პოლიტპატიმრის“ მოწოდებით, კონკრეტული დანაშაულის ჩადენისაკენ ბიძგით, მზა სცენარის გახმაურებისათვის. თუ მისი ეს ფბ-პოსტი არ შეიცავს კანონგარეშე საფრთხეებს და კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს?“ - წერს დავით ქართველიშვილი ფეისბუკზე.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუკპოსტი გამოაქვეყნა:

„ერთი პატარა მაგალითი/ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ. ვინაა მაგის მქმნელი თორემ კი. სტუმარმასპინძლობა, ჰუმანურობა, ეკონომიკა და ტურიზმი არ დამიწყოთ თავმოყვარეობის არმქონეებმა,” - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.