საზოგადოება

ლანჩხუთის „მედალფაში“ უკრაინელი გოგო უგონო მდგომარეობაში ძალადობის კვალით შეიყვანეს

ავარია, სასწრაფო
1659082234
დაკოპირებულია

ლანჩხუთელი აქტივისტი ნინია ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ლანჩხუთის „მედალფაში“ უკრაინელი გოგო უგონო მდგომარეობაში ძალადობის კვალით შეიყვანეს. 

ბარამიძის თქმით, უკრაინელი გოგო გაუპატიურებული იყო და მუცელი სიგარეტით ჰქონდა დამწვარი. 

„დღეს ლანჩხუთში, ავერსში, მიიყვანეს უკრაინელი გოგო, რომელიც გაუპატიურებული იყო, სიგარეტით ჰქონდა მუცელი დამწვარი. აი, ღმერთო ამოწყვიტე ჯიშ-ჯილაგიანად ასეთი ღორისშვილები!

ცოცხი კი არა, ეგეთ ნაბიჭვარზე ყველაფერი ალალი იყოს! მართლა უნდა აწვა სიგარეტები მთელ სახეზე.
მაპატიეთ, გამწარებული ვარ ძალიან“, - წერს აქტივისტი.