მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლანჩხუთში სადრენაჟე სისტემა წესრიგდება

ლანჩხუთში სადრენაჟე სისტემა წესრიგდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სუფსის დამშრობ მასივს აწესრიგებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

„საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, სოფელ ჩოჩხათის ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 6 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება.

მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ არხის საპროექტო პარამეტრები აღდგება და არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება. შედეგად, 30 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება.

დამშრობ მასივზე მიმდინარე სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება.