მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლაფანყურში ადგილობრივი მოსახლეობა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპროტესტებს

აქცია ლაფანყურში

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ადგილობრივი მოსახლეობა მცირე ჰიდროელექტროსადგურის, „ლოპოტა 1“-ის მშენებლობას აპროტესტებს. 

ადგილობრივთა განცხადებით, კომპანიის წარმომადგენლებს ჰესის მშენებლობის ნებართვა არ აქვს და სამუშაოებს თვითნებურად აწარმოებს. 

„სათითაოდ შევეწირებით ამ მიწას, ამ მიწას ვერავინ ვერ შეეხება. ვითხოვთ, გაიტანონ ყველაფერი,  გაათავისუფლონ ხეობა. არ გვაინტერესებს არანაირი ნებართვა, ჩვენგან არ აქვთ ნებართვა და არ მივცემთ ჰესის აშენების საშუალებას“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

ლაფანყურში მცირე ჰიდროელექტროსადგურის, „ლოპოტა 1“-ის მშენებლობის ნებართვა კომპანია „ართანა ლოპოტამ“ 2018 წელს მიიღო. ჰესის დადგმული სიმძლავრე 6 მეგავატამდე იქნება.