მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან ნიკოლეიშვილი: ადვოკატებად სახეშეცვლილები, რეალურად კი სააკაშვილთან მჭიდრო კოორდინაციაში მყოფი პირები, პროდასავლურობაზე და დემოკრატიაზე რომ გაჰკივიან, რეალურად კი ყველაფერს აკეთებენ სახელმწიფოს იმიჯის შესარყევად

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი Pia.ge

„კარგად დავფიქრდეთ ვის და რატომ აწყობს არეულობა საქართველოში, ხოლო სად აურევენ ჯერ და სად გააგრძელებენ მერე, ამას უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ზურაბ ქადაგიძის ვრცელ პოსტს სასამართლოში მიმდინარე პროცესების შესახებ. 

„ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შემდგომში უფლებადამცველებად და ადვოკატებად სახეშეცვლილები, რეალურად კი სააკაშვილთან მჭიდრო კოორდინაციაში მყოფი პირები, მანამდე კი ნაც-რადიკალების აქციებზე აქტიურად გამომსვლელები - აი, ესენი არიან სწორედ ისინი, ერთი მხრივ პროდასავლურობაზე და დემოკრატიაზე რომ გაჰკივიან მუდმივად, რეალურად კი ყველაფერს აკეთებენ სახელმწიფოს იმიჯის შესარყევად, იქნებ და რამენაირად ქაოსის და არეულობის მოსაწყობად. კარგად დავფიქრდეთ, ვის და რატომ აწყობს არეულობა საქართველოში, ხოლო სად აურევენ ჯერ და სად გააგრძელებენ მერე, ამას უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის. ოღონდ ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ ვერასოდეს, რომ ხალხს არც სჯერა მათი და არც უყვართ, მიზეზი კი მარტივია, ყველა ხვდება ვის წისქვილზე ასხამენ წყალს!“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.