მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა - არიან დაშავებულები

ლიფტის შახტა

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. 

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა ერთიო დაშავებული თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ხოლო დანარჩენი ორი ალადაშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. 

როგორც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. 

ექიმის თქმით, პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი. 

„პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი. გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია, აღენიშნება კიდურის მოტეხილობა“, - აცხადებს ექიმი. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

✔️ მგზავრი, რომლის გადასარჩენადაც თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დაბრუნდა, გარდაიცვალა

✔️ რუსებმა ბახმუტი დაბომბეს - 2 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა

✔️  ირანში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული კიდევ ორი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

✔️  რუსი ჰაკერები აშშ-ის სამ ბირთვულ ლაბორატორიას თავს დაესხნენ - Reuters

✔️  აშშ-ში 6 წლის ბავშვმა მასწავლებელი დაჭრა

✔️  ნიუ-იორკში საქართველოს 42 წლის მოქალაქე მოკლეს

✔️  პენტაგონი - პუტინის საშობაო ზავის შემდეგ რუსეთი უკრაინის დაბომბვას აგრძელებს

✔️ „ქრისტეს შობა ადამიანებს კეთილი საქმის კეთებას შთააგონებს“ - პუტინი საშობაო ლიტურგიას კრემლის ხარების ტაძარში დაესწრო

✔️ რესპუბლიკელი კევინ მაკკარტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდა