საზოგადოება

„მაიმუნის ყვავილი“ თუ სქესობრივი კონტაქტით ვრცელდება, არის თუ არა ვირუსი სგგდ? - Associated press

მაიმუნის ყვავილის ინფექცია
1659088280
დაკოპირებულია

წლების განმავლობაში, რაც ცნობილია „მაიმუნის ყვავილის“ გავლენის შესახებ ადამიანებზე, ვირუსი არ იყო ცნობილი იმ ტიპის ინფექციას, რომელიც ვრცელდება ადამიანებზე სქესობრივი გზით. ახლა ეს შეიცვალა. ამის შესახებ Associated press-ის პუბლიკაციაშია ნათქვამი. 

მედიასაშუალება სპეციალისტებზე დაყრდნობით წერს, ყველა მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ „მაიმუნის ყვავილი“ ძირითადად გავრცელდა იმ მამაკაცებში, რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცებთან ან ბისექსუალები არიან. 

„ინფექცია ამ ეტაპზე აშკარად ვრცელდება როგორც სგგი (სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია)“, - აღნიშნა ჯონ ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის დირექტორმა, ექიმმა ტომ ინგლსბიმ. 

27 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეიესუსი „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების გამო სექსპარტნიორების შემცირების რეკომენდაციით გამოვიდა. 

ჯანმოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების 98% დაუდასტურდა გეი, ბისექსუალ და სხვა მამაკაცებს. მან მოუწოდა რისკის ქვეშ მყოფებს გადადგან ზომები საკუთარი თავის დასაცავად.

დებატები იმართება იმის შესახებ, უნდა ეწოდოს თუ არა „მაიმუნის ყვავილს“ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება. ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ეს ტერმინი სტიგმას შექმნის და შესაძლოა, გამოყენებული იქნეს როგორც გეი და ბისექსუალი მამაკაცების შეურაცხყოფისთვის. 

ინგლსბი და სხვა ექსპერტები ამბობენ, რომ „მაიმუნის ყვავილი“ შეიძლება გავრცელდეს არასექსუალური გზითაც და საკმარისი არ არის პრეზერვატივის ან სხვა ტიპური ზომების გამოყენება სგგდ-ის შესაჩერებლად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა პირებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ აფრიკის ფარგლებს გარეთ „მაიმუნების ყვავილით“ ინფიცირების 99% მამაკაცებში დადასტურდა, ხოლო 98% იყო კაცები, რომლებსაც სექსი აქვთ კაცებთან. 

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, სტატისტიკა იგივეა შეერთებულ შტატებშიც. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 გადადის თუ არა „მაიმუნის ყვავილი“ ორსულობის დროს ნაყოფზე და რა უნდა იცოდნენ ორსულებმა ვირუსით ინფიცირების შესახებ?

🔴 ჯანმოს ხელმძღვანელი „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების გამო სექსპარტნიორების შემცირების რეკომენდაციით გამოდის

🔴 „პატარა გმირი“ - 7 წლის ბიჭმა 3 წლის ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა