მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაშველებმა შეუძლოდ მყოფი მოქალაქე თუშეთიდან თელავში, საავადმყოფოში გადაიყვანეს

მაშველებმა შეუძლოდ მყოფი მოქალაქე თუშეთიდან თელავში, საავადმყოფოში გადაიყვანეს

მაშველებმა შეუძლოდ მყოფი მოქალაქე თუშეთიდან თელავში, საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული ინფორმაციის თანახმად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში მოქალაქეს აღენიშნებოდა ჯანმრთელობის პრობლემები და სამედიცინო დაწესებულებაში გადასაყვანად, დაუყოვნებლივ ესაჭიროებოდა სამაშველო ჯგუფის დახმარება.

შეტყობინებაზე რეაგირება ინფორმაციის მიღებისთანავე მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. რთული კლიმატური პირობების და საავტომობილო გზის ჩაკეტვის გამო, გადაწყდა სამაშველო ოპერაციის ვერტმფრენის საშუალებით ჩატარება. უმოკლეს დროში, ომალოს მიმართულებით თბილისიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაემგზავრნენ სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლების და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმების მიერ, მოქალაქე უკვე გადაყვანილია თელავის საავადმყოფოში, სადაც მას აღმოუჩენენ აუცილებელ სამედიცინო დახმარებას.