საზოგადოება

მეჩეთებში ჯგუფური ლოცვები დროებით არ შესრულდება

მეჩეთში ჯგუფური ლოცვები შეჩერდა
1584683086
დაკოპირებულია

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის აცილების მიზნით, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გადაწყვეტილებით, მეჩეთებში ჯგუფური ლოცვებით დროებით არ შესრულდება.

"მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სერიოზული საფრთხე დგას. მსოფლიოს მუსლიმური ქვეყნების უმრავლესობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მეჩეთებში პარასკევისა და ხუთი დროის ჯემაღეთით (კოლექტიური) ლოცვების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვიღებთ გადაწყვეტილებას, პარასკევისა და ხუთი დროის ჯემაღეთით ლოცვების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია მუსლიმთა სამმართველოს განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 1 გამოჯანმრთელდა და თვითიზოლაციაშია გადასული.