საზოგადოება

მედიკოსებს შორის სისხლიანი ანგარიშსწორება კონდიციონერის პულტის გამო დაიწყო - უფლებადამცველი

ადვოკატი
1659793754
დაკოპირებულია

დაკავებული 76 წლის ექიმის თეიმურაზ ბეჟანიძის უფლებადამცველი კახა შონია აცხადებს, რომ მედიკოსებს შორის დაპირისპირება კონდიციონერის პულტის გამო დაიწყო.

ადვოკატის ცნობით, დაკავებულ ექიმს ხელმძღვანელის მოკვლა განზრახული არ ჰქონდა და ის იარაღით კაბინეტში მხოლოდ  დირექტორის შესაშინებლად შევიდა. 

„დაზარალებულმა გადაიყვანა სხვა კაბინეტში, იქ კონდიციონერი არ იყო და ვუთხარი, იქ ჩემს კონდიციონერს გადავიტანო და ამის უფლება არ მომცაო. კლინიკას არ შეუსყიდია ეს კონდიციონერი და ვინაიდან მისი ნაყიდი იყო, სწორედ ამიტომ არ აძლევდა პულტს და ეუბნებოდა, პულტს დაგიბრუნებ იმ შემთხვევაში, თუ ჩემს კონდიციონერს დამიბრუნებ ჩემს ოთახში, ან ახალ კონდიციონერს დამიმონტაჟებ, მაგრამ არც ერთი მოხდა და არც მეორე.

ხელმძღვანელმა იურისტის პირით შეუთვალა, რომ გათავისუფლებული ხარ სამსახურიდანო, ამის შემდეგ, როგორც თვითონ განმარტავს, იქიდან წამოვიდა შეურაცხყოფა და ამ სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ მან ეს იარაღი, რომელიც თან ჰქონდა, ამოიღო და დაშინების მიზნით გაისროლა. თვითონ ამბობს, რომ ამ ადამიანის მოკვლა რომ მნდომებოდა, ამაში ხელს ვერავინ შემიშლიდა, რადგან წინ მედგა, მაგრამ გავისროლე სხვა მიმართულებით, მარჯვენა მხარეს და აი, იქ უკვე რა მოხდა არ ვიციო“, - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, 5 აგვისტოს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ექიმმა კლინიკის ხელმძღვანელი დაჭრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

ეჭვმიტანილ თეიმურაზ ბეჟანიძეს გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - გიორგი გალდავას ექიმი

👉 თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ექიმმა კლინიკის ხელმძღვანელი დაჭრა  

👉 ექიმ გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს