საზოგადოება

მელე-ცანას მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა აღდგა

მელე ცანას გზის მონაკვეთი
1583936217
დაკოპირებულია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტზე გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დიდთოვლობისა და ზვავების გამო, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ135-კმ157 (ცანა-ლასდილი)  აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამავე საავტომობილო გზის კმ126-კმ135 (მელე-ცანა) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ126 (წყალტუბოს გადასახვევი-მელე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.