მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე სპირიდონი: ეს ის ხალხია, რომლებიც პროპაგანდას უწევენ ჰომოსექსუალიზმს, ლეზბიანკობას, ამ სოდომურ ცოდვებს

სხალთის ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი

მეუფე სპირიდონმა საკვირაო ქადაგებისას, ნინოწმინდის პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი განცხადებით ის სწორად მოიქცა, რომ სახალხო დამცველი პანსიონში არ შეუშვა.

„ჩემი აზრი ასეა, ეს ჩემი პირადი აზრია, ხომ მაქვს გამოხატვის თავისუფლება და მეც ვსარგებლობ კონსტიტუციურად მონიჭებული უფლებით, გამოხატვის თავისუფლებით.

მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ხდება იმის გამო მხოლოდ და მხოლოდ, რომ ჩვენ აქ არ შემოვუშვით სახალხო დამცველის აპარატი, ნინო ლომჯარია.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ძალიან სწორად მოვიქეცით, რომ არ შემოვუშვით, რადგან ეს ის ხალხია, რომლებიც პროპაგანდას უწევენ ჰომოსექსუალიზმს, ლეზბიანკობას, ამ სოდომურ ცოდვებს და სახელმწიფოს ულტიმატუმივით უგზავნიან წელიწადში რამდენჯერმე, რომ სასწრაფოდ დააკანონეთ ერთსქესიანთა ქორწინებაო,“ - განაცხადა ქადაგებისას მეუფე სპირიდონმა.

ინფორმაციისთვის, ორგანიზაცია, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 მეუფე ნიკოლოზი არ გამორიცხავს, პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ

👉 სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - PHR