მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მგზავრობის ტარიფი არ გაზრდილა, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“ - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი საგადასახადო სისტემის შესახებ ისაუბრა. 

მისი თქმით, საგადასახადო ტარიფი არ გაზრდილა და ასეთი სისტემა ყველა ევროპულ დედაქალაქში მოქმედებს. 

„არანაირი ტარიფი არ გაზრდილა, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. შეიქმნა ახალი საგადასახადო სისტემა. ეს არის აბონემენტები, რომლებიც არის ყველა ევროპულ განვითარებულ დედაქალაქებში, სადაც ადგილობრივი ტრანსპორტის სისტემა არის მოწესრიგებული და საქართველოშიც, რა თქმა უნდა, ეს სისტემა ინერგება“, - განაცხადა კახა კალაძე. 

შეგახსენებთ, საქართველოს დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სისტემა იცვლება. 

ამავე თემაზე:

 რა დაგიჯდებათ თბილისში მგზავრობა ერთი წელი სხვადასხვა აბონემენტის შეძენისას?

⭕ ტრანსპორტის ერთკვირიანი აბონემენტი 20 ლარი ეღირება - თბილისში ახალი სისტემა ამოქმედდება

⭕ ვინ იმგზავრებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ და რა ტარიფები ექნებათ სტუდენტებს?