მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადასაყვანია უცხოეთში - ლალი ჯავაშვილი

ენდოკრინოლოგი

„სააკაშვილი დაუყოვნებლივ ევროპის ერთ-ერთ კლინიკაშია გადასაყვანი, რომელშიც მისი საბოლოო განკურნება იქნება შესაძლებელი“, - ამის შესახებ ენდოკრინოლოგმა, „ემპათიას“ სამედიცინო ჯგუფის წევრმა ლალი ჯავაშვილმა განაცხადა. 

ენდოკრინოლოგის თქმით, პენიტენციურის ცნობა არა ავტორიტეტული სამედიცინო განათლების მქონე ადამიანის მოსაზრებაა.

„გაჟღერდა ინფორმაცია, პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციისგან თუ კიდევ უფრო ზემდგომი ორგანოსგან, რომ ამ პაციენტს არაფერი არ სჭირს გადასაყვანი. ეს არის სრულიად მცდარი მოსაზრება, არა ავტორიტეტული სამედიცინო განათლების მქონე ადამიანის მოსაზრება და ვერცერთი ექიმი ამაში ვერ დაეთანხმება. ამიტომ ჯობია, ნაკლებად დაიხარჯონ ამ მიმართულებით და რასაც ჩვენ ვითხოვთ, კატეგორიულად ის შეასრულონ. ვითხოვთ რას? რომ ის არის დაუყოვნებლივ გადასაყვანი უცხოეთის შესაბამის რეაბილიტაციის ცენტრში“, - აცხადებს ექიმი ლალი ჯავაშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„დაავადებების ნუსხა მატულობს“ - თოიძე მიხეილ სააკაშვილზე

✅ დატესტვა და ექსპერიმენტული მკურნალობა სახიფათოა - ნიკოლოზ ყიფშიძე

✅ „ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ არ დავუშვათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ლეტალური შედეგის დადგომა“ - დიტო საძაგლიშვილი

 უბრალოდ თვალით ვხედავ, როგორ სჭირდება მას დახმარება - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

✅ არ ჭამს კი არა, ვერ ჭამს მძიმე დაავადების გამო, გაიგეთ! - ნიკოლოზ სააკაშვილი